ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის 24 წევრის
განცხადებას, “ქართული
ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს
- ასეთია სახელისუფლებო
პარტიის პასუხი იმ
დოკუმენტზე, რომელიც გუშინ
საღამოს გამოქვეყნდა.
მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ ტექსტი
სავსეა ცრუ ინფორმაციით და
მას ხელს ასამბლეის 612
წევრიდან, მხოლოდ 24
აწერს.“პეისის“
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ
დეკლარაციაში წერია, რომ
“საქართველოდან საგანგაშო
ცნობები მოდის, რომლებიც
აჩვენებს, თუ როგორ
ემზადება მმართველი
პარტია მომავალი
საპარლამენტო არჩევნების
მოპარვისთვის“ - ამ ტექსტის
ავტორი ერიკ კროსია,
პოლიტიკოსი, რომელიც
წარსულში მიხეილ
სააკაშვილის მრჩეველი იყო
და ბოლო პერიოდში
საქართველოში საპროტესტო
აქციებსაც ესწრებოდა.ამ
შეფასებების ფონზე,
ოპოზიცია ხელისუფლებას
ურჩევს ტექსტის შინაარს
მეტი ყურადღება დაუთმოს.
ხელისუფლების ოპონენტები
იმასაც ამბობენ, რომ
მთავარია საბოლოოდ როგორ
დასრულდება არჩევნები და
რა შეფასება ექნება
დამკვირვებლებისგან ამ
არჩევნებს:“ამ
განცხადებას
განსაკუთრებული
ღირებულება არ აქვს, რადგან
ისინი ამბობენ
საქართველოდან ასეთი
ინფორმაცია მოდისო.
გასაგებია, რომ
წინასაარჩევნოდ ბევრი
ასეთი განცხადება კეთდება,
ზოგი სიმართლე იქნება, ზოგი
ტყუილი, ასეთი რაღაცები რომ
ამ ადამიანებამდე მივიდა -
ეს გასაგებია. თუმცა,
საბოლოო ჯამში, ამას
მნიშვნელობა არ აქვს,
მთავარია როგორ ჩატარდება
არჩევნები და რას
დაინახავენ - პარტიების,
NGO-ების და საერთაშორისო
ორგანიზაციების
დამკვირვებლები,“ -
აცხადებს საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფის
“გირჩი“ წევრი ალექსანდრე
რაქვიაშვილი.