ბიუჯეტის ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა - თაზო დათუნაშვილი

Primetime.ge 16 საათი წინ 3
ბიუჯეტის ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა - თაზო დათუნაშვილი
ბიუჯეტის ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განხილვები პოლიტიკური სპეკულაციაა.„არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოში პარტიების დაფინანსების მთავარი წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ბიუჯეტი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს ბიუჯეტი არასდროს ყოფილა რომელიმე უზურპატორის ან ოლიგარქის ფული. ბიძინა ივანიშვილის ფულია ის ფული, რომელიც ბანკირმა ესკადრონმა აახია რამდენიმე წლის წინ. ეს კი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს გადასახადების გადამხდელებში საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ადამიანები, რომლებმაც ამ პარტიას ხმა მისცეს. შესაბამისად ეს არის ხალხის ფული. ჩვენ ამ ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა. თქვენ იცით, რომ უკანონოდ, აბსოლუტურად რეპრესიულად ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს სჯის, მათ შორის ფინანსური სანქციებით. ჩვენ კი ამ ადამიანების გვერდში ვიდგებით, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვექნება. ვიდრე ისინი არ დააკმაყოფილებენ ჩვენი მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას, მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას გავუყოფთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებენ, ანუ მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ქართული საქმე ჰქვია, ხალხის ფულს ისევ ხალხისთვის.აბსოლუტურად ყველაფერი ამის მიღმა არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია, ის პროცესი, რომელიც დიდად საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. ამიტომ ვკონცენტრირდეთ მთავარზე. ფული უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების მთავარ მიზანს, ჩვენი ევროპული მომავლისა და ქართული დემოკრატიის გადარჩენას. ამის მიღმა, ამ საკითხში ყველაფერი არის ძალიან ვიწრო და პოლიტიკური განხილვები. ამის მიღმა ნებისმიერი ამ ამბის თანმხლები მოვლენა არის ყურადღების გადატანის მცდელობა სხვა საკითხებზე. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადავიტანოთ“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია