საქართველოსთან
დაკავშირებით ჯო უილსონის
განცხადება ხაზს უსვამს
ორმაგ სტანდარტს, რაზეც
დიდი ხანია, ვსაუბრობთ და
რასაც კონკრეტულმა
ლობისტურმა ჯგუფებმა
აშშ-სა და ევროპაში
მიგვაჩვიეს როგორც
პოლიტიკოსები, ასევე
საზოგადოება, – ამის
შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
ირაკლი კირცხალიამ
განაცხადა.კირცხალიამ
კომენტარი გააკეთა
ჰელსინკის კომისიის
თავმჯდომარის,
რესპუბლიკელი
კონგრესმენის, „მეგობარი
აქტის“ ავტორის, ჯო
უილსონის განცხადებაზე,
რომ „ჩინეთისა და ირანის
მოყვარული, აშშ-ის მოძულე
ივანიშვილი ცდილობს,
საქართველო დემოკრატიიდან
დიქტატურად აქციოს, თუ ეს
მოხდება, აშშ პირველ
ადგილზე უნდა დავაყენოთ და
შევწყვიტოთ საქართველოს
დაფინანსება“.როგორც
კირცხალიამ განაცხადა,
„როგორც ევროკავშირის
რეზოლუციები იყო
ვიწროპარტიული
ინტერესებით ნაკარნახევი,
იგივე განცხადებაა
ესეც“.„აშშ-ში მოქმედი
ბევრად უფრო მკაცრი და
კაბალური კანონით, რაც
დაკავშირებულია
გამჭვირვალობასთან,
დოკუმენტალურად
ამოვიკითხეთ, რომ ეს
განცხადებებები
გაჟღენთილია ლობისტური
სულისკვეთებით – არა მარტო
უილსონისგან, არამედ სხვა
მისი კოლეგებისგან როგორც
აშშ-ში, ასევე
ევროკავშირში. როგორც
ევროკავშირის რეზოლუციები
იყო ვიწროპარტიული
ინტერესებით ნაკარნახევი,
იგივე განცხადებაა ესეც.
განცხადება, რომელიც
მკაფიოდ ლობისტურია და არ
შეესაბამება რეალობას,
დიდი მნიშვნელობა არ აქვს“,
– აღნიშნა
კირცხალიამ.ამასთან,
დონალდ ტრამპზე საუბრისას
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
განაცხადა, რომ ტრამპის
ძირითადი ხედვები,
მიმართულებები და
დაპირებები ერთი ერთში
ემთხვევა „ქართული
ოცნების“ ხედვას.„ამიტომ
ლოგიკური, პრაგმატული და
ობიექტური რწმენა გვაქვს,
რომ ახალი
ადმინისტრაციისა და
საქართველოს ურთიერთობები
ისტორიულ მაქსიმუმზე
იქნება. ტრამპის
ადმინისტრაციისა და
„ქართული ოცნების“
სტრატეგიული ხედვა სრულ
თანხვედრაშია ერთმანეთთან
და ლობიზმით გაჟღენთილი
განცხადებების
გადატვირთვის პოლიტიკას
ხელს ვერ შეუშლის“, –
განაცხადა ირაკლი
კირცხალიამ.