ლევან მაჭავარიანი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე მომღერლების ბულინგზე: უნდათ ჩაუშხამონ საქართველოს ახალი წელი. რუსთაველზე ოკუპირებული აქვთ ნაძვის ხე

Primetime.ge 16 საათი წინ 5
ლევან მაჭავარიანი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილე მომღერლების ბულინგზე: უნდათ ჩაუშხამონ საქართველოს ახალი წელი. რუსთაველზე ოკუპირებული აქვთ ნაძვის ხე
ფაშიზმი ხორციელდება ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე, რომელიც არ იზიარებს ფსევდოლიბერალების პოზიციას. ახლა მომღერლებზე არიან გადასულები იმიტომ, რომ უნდა ჩაუშხამონ საქართველოს ახალი წელი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.„ასეთი ფაშიზმი ხორციელდება ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე, რომელიც არ იზიარებს ამ ფსევდოლიბერალების პოზიციას, არ იზიარებს რადიკალური ოპოზიციური პარტიის მესიჯბოქსს და ნარატივს. ახლა მომღერლებზე არიან გადასულები იმიტომ, რომ უნდა ჩაუშხამონ საქართველოს ახალი წელი, როგორც მათ მოახდინეს ხომ ფაქტობრივად რუსთაველზე ოკუპირებული აქვთ ნაძვის ხე, ბავშებს არ უშვებენ და ისეთ მშობლებს ვერ მოჰყავთ ბავშვები, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ პოლიტიკურ პოზიციებს. პირდაპირ ოკუპირებული აქვთ და ესეც, რა თქმა უნდა, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოვლინებაა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია