ბრიტანეთის ბიზნესისა და
ვაჭრობის მდივანმა,
ჯონათან რეინოლდსმა
განაცხადა, რომ ვაჭრობა
არის ის სფერო, „სადაც
ჩინეთთან თანამშრომლობა
შესაძლებელია“, თუმცა,
ბრიტანეთს პეკინთან
საკუთარი მოთხოვნები
ექნება.ამის შესახებ
„პოლიტიკო“
წერს.გაერთიანებული
სამეფო – ჩინეთის
ერთობლივი ეკონომიკური და
სავაჭრო კომისია (JETCO),
რომელიც ორ ქვეყანას შორის
ორმხრივი ვაჭრობისა და
ინვესტიციების
გასაძლიერებლად შეიქმნა,
ბრიტანეთის წინა
კონსერვატიული მთავრობის
მმართველობის დროს
მუშაობა შეაჩერა პეკინის
მიერ ჰონგ კონგზე ზეწოლის
საპასუხოდ.„პოლიტიკომ“ 2023
წელს გაავრცელა
ინფორმაცია, რომ
კონსერვატორი
პრემიერ-მინისტრი რიში
სუნაკი გეგმავდა ჩინეთთან
სავაჭრო შეთანხმების
აღდგენას, თუმცა, საბოლოოდ,
ვერ შეძლო წინსვლა 2024 წლის
ზაფხულში გამართულ
რიგგარეშე არჩევნებამდე,
რომლის შედეგადაც
ბრიტანეთის ხელისუფლებში
ლეიბორისტული პარტია
მივიდა.რეინოლდსმა
განაცხადა, რომ გასულ
კვირას G20-ის ვაჭრობისა და
ინვესტიციების მინისტრთა
შეხვედრის კულუარებში
ჩინეთის ვაჭრობის
ვიცე-პრემიერ, ვანგ
შოუვენთან განიხილა
„ღორის ხორცის ექსპორტზე
პანდემიის დროს
დაწესებული შეზღუდვების“
საკითხი.ცნობისთვის,
გაერთიანებული სამეფოს
უმსხვილეს სასაკლაოებს 2022
წელს ჩინეთში ექსპორტის
ლიცენზიები შეუჩერდათ, მათ
ობიექტებში დაფიქსირებული
COVID-19-ის შემთხვევების
გამო.ჩინეთის
ვიცე-პრემიერთან
რეინოლდსის შეხვედრას
უძღოდა ბრიტანეთის ახალი
საგარეო საქმეთა მდივნის
დევიდ ლამის ვიზიტი
პეკინსა და შანხაიში.„დიდი
შვიდეულის“ სხვა
ქვეყნებთან შედარებით,
გაერთიანებული სამეფოს
გაცილებით მცირე
თანამშრომლობა ჰქონდა
ჩინეთთან“, – განაცხადა
რეინოლდსმა.მისივე თქმით,
აშშ-სა და ჩინეთს შორის
დაძაბული ურთიერთობების
მიუხედავად, „ბევრი მაღალი
რანგის ამერიკელი
პოლიტიკოსი და კაბინეტის
წევრი თანამშრომლობს
ჩინელ
კოლეგებთან“.„ჩინეთი არის
გლობალური ეკონომიკის
მნიშვნელოვანი ნაწილი,
ჩვენი მეექვსე უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორი და
ამავე დროს, ჩინეთი არ არის
იგივე, რაც ევროპული
ქვეყნები ან აშშ-ია, კანადა,
ან ბრაზილია. ჩინეთთან
გვაქვს ურთიერთობა, სადაც
ზოგჯერ რთული საუბრები
უნდა გქონდეს, რადგან
უკმაყოფილო ჩინეთის
მხრიდან გადადგმული
ნაბიჯებით, მაგრამ ამავე
დროს, თანამშრომლობ იმ
სფეროებში, სადაც
შესაძლებელია, ვაჭრობა
არის ის სფერო, სადაც ეს
უნდა
ხდებოდეს“,
– განაცხადა რეინოლდსმა.