რომან კაკულია: გარდაუვალია ევროპასთან ჩვენი ურთიერთობის აღდგენა, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ეს ურთიერთობები

Primetime.ge 4 საათი წინ 3
რომან კაკულია: გარდაუვალია ევროპასთან ჩვენი ურთიერთობის აღდგენა, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ეს ურთიერთობები
ჩვენთან ევროპისადმი დამოკიდებულება ფუნდამენტურად არის შესაცვლელი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ.„რუსეთთან მომავალი დაპირისპირება რადგან გარდაუვალია და მე ასე ვხედავ ევროპის რუსეთთან დაპირისპირებას, ამან შეიძლება ის თეორია დააბრუნოს, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ იმ შემთხვევაში, როდესაც შენ გინდა ერთი ინსტიტუციის წევრი გახდე, შენი მეზობელი მას მტრად აღიქვამს და თუ ის სათანადოდ არ დაგეხმარება, მაშინ ეს შენთვის ცუდად დამთავრდება. რაც ნატოს შემთხვევაში იყო ჩვენთვის აქტუალური, იგივე შეიძლება მოხდეს ევროპასთან მიმართებაში მომავალში, როდესაც პერსპექტივაში მისი ასეთი განვითარებაა.გარდაუვალია ევროპასთან ჩვენი ურთიერთობის აღდგენა, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ეს ურთიერთობები. ამ ბუნდოვან პერიოდში არ ჩანს ეს, მაგრამ ჩვენ უნდა შევცვალოთ რიტორიკა. გასაგებია, რომ დღევანდელი ევროპელი ლიდერების თითქმის არც ერთ განცხადებას არ ვეთანხმებოდი რაც საქართველოს მიმართ გააკეთეს. რასაც სახელმწიფო „დიფ სთეითში“ გულისხმობს ეგეც მესმის, თუმცა საზოგადოებისთვის, რომელსაც დიდი ხანია არ უფიქრია ამ თემებზე, ცოტა ძნელად აღსაქმელია.ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვენ ორი მხრიდან უნდა დავინახოთ და ამიტომ არის სირთულე ჩვენი პოლიტიკის. ერთის მხრივ მისწრაფება ევროკავშირისკენ, ნიშნავს მისწრაფებას იმ სივრცისკენ, რომელიც ძალიან მძაფრად დაუპირისპირდება რუსეთს და ყველანაირად ემზადება ამისთვის. ევროპა ხდება ის სივრცე, რომელთან ურთიერთობაც შეიძლება იგივე გამოწვევების მატარებელი იყოს, რა გამოწვევების მატარებელიც იყო ნატოსთან ჩვენი შესაძლო ურთიერთობა .ჩვენ როგორმე უნდა ავუხსნათ ევროპას, რა იყო ის გარემოება, რომელმაც შეუძლებელი გახადა ჩვენი ერთ ნარატივში ყოფნა და ერთი და იგივე შეხედულებებში დავრჩენილიყავით რუსეთის ომთან მიმართებაში. უნდა განვსაზღვროთ, რომ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც ჩვენს მეგობრობას ხელს არ უწყობენ. ჩვენ უნდა ავხსნათ ის გარემოებები, რომლის გათვალისწინებითაც უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ არ მომხდარიყო დისტანცირება ევროპისგან“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია