ამ ფონდების საქმიანობა
პირდაპირ უკავშირდება
დანაშაულის წახალისებას
და დანაშაულში დახმარებას,
- განუცხადა ჟურნალისტებს
ევროპასთან ინტეგრაციის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე ლევან
მახაშვილმა დაყადაღებული
ფონდების ხელმძღვანელთა
სახლებში ჩატარებულ
საგამოძიებო
მოქმედებებთან
დაკავშირებით.ლევან
მახაშვილის თქმით, ამიტომ,
თავის არიდება სხვადასხვა
მცდელობებით, რა თქმა უნდა,
არავის გამოუვა.„ამ
ფონდების საქმიანობა
პირდაპირ უკავშირდება
დანაშაულის წახალისებას
და დანაშაულში დახმარებას.
ამიტომ, თავის არიდება
სხვადასხვა მცდელობებით,
რა თქმა უნდა, არავის
გამოუვა. ყველამ უნდა
იცოდეს, რომ როდესაც
დანაშაული ხდება, ამ
დანაშაულის ნებისმიერი
ფორმით წახალისება,
მხარდაჭერა არის ასევე
დანაშაულში
თანამონაწილეობა.ამიტომ,
ნურავის გაუკვირდება,
როდესაც სახელმწიფო
ინსტიტუტები ატარებენ
შესაბამის ქმედებებს მათ
წინააღმდეგ“, - აღნიშნა
ლევან
მახაშვილმა.საბოტაჟის,
უცხოეთის კონტროლს
დაქვემდებარებული
ორგანიზაციისათვის მტრულ
საქმიანობაში დახმარების,
კონსტიტუციური წყობილების
და ეროვნული უშიშროების
საფუძვლების წინააღმდეგ
მიმართული
საქმიანობისთვის,
ფინანსების მობილიზების
ფაქტებზე მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში
„ნანუკას ფონდი“-ს
„ფროსფერითი“-ს, „ფონდი
ერთმანეთისთვის 24/7“-ს,
„სირცხვილია“-ს და
„თბილისის ადამიანის
უფლებათა სახლი“-ს
დამფუძნებლების სახლებში
გუშინ ჩხრეკა ჩატარდა.