ბატონ ელჩს იმაში
ვეთანხმები, რომ ის
ხელისუფლება, რომელიც 26
ოქტომბრის არჩევნების
შემდეგ მოვა, იქნება
„ქართული ოცნება“ და დიახ,
ისინი დასხდებიან და
„ქართულ ოცნებასთან“
ჩვეულებრივად
გააგრძელებენ საუბარს, -
განაცხადა საპარლამენტო
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ, ლევან
მაჭავარიანმა „დღის
ქრონიკაში“ ჩართვისას.იგი
ევროკავშირის ელჩის, პაველ
ჰერჩინსკის განცხადებას
გამოეხმაურა.„ძალიან
პარადოქსულია, რომ
ევროკავშირის მოქმედი
ელჩი აცხადებს, რომ იგი
დაეყრდნობა „ისფედის“
მონაცემებს. ეს ძალიან
პარადოქსული და ცოტა
უცნაურია.იმდენად მყარი
მხარდაჭერა გვექნება
ჩვენი საზოგადოების და
ისეთი ანგარიშით
გავიმარჯვებთ, რომ ამ
არჩევნებზე ფიზიკურად
ვერავის სასპეკულაციო
ველს ვერ დავუტოვებთ.
შეგახსენებთ, რომ
არჩევნები ელექტრონული
ხმის მიცემის სისტემით
ტარდება და შემდეგ ეს
ყველაფერი ხელით
გადაითვლება -
სასპეკულაციო არავის
არაფერი დარჩება.ბატონ
ელჩს იმაში ვეთანხმები, რომ
ის ხელისუფლება, რომელიც 26
ოქტომბრის არჩევნების
შემდეგ მოვა და ეს იქნება
„ქართული ოცნება“ და დიახ,
ისინი დასხდებიან და
„ქართულ ოცნებასთან“
ჩვეულებრივად
გააგრძელებენ საუბარს.
კიდევ ერთხელ შევახსენებ
ჩვენს საზოგადოებას -
როგორც საქართველოს
სჭირდება მეგობრობა
ამერიკასთან და
ევროკავშირთან, არანაკლებ
სჭირდება ამერიკასა და
ევროკავშირს მეგობრობა
საქართველოსთან, ჩვენი
უნიკალური
ადგილმდებარეობიდან
გამომდინარე.შეგახსენებთ,
ევროკავშირსა და ჩინეთს
შორის ვაჭრობა 800 მლრდ-ზე
მეტია. მთელმა ტვირთმა
ჩინეთიდან ევროკავშირში
უნდა გაიაროს საქართველოს
გზით - შუა კორიდორში, სადაც
ჩვენ საკვანძო ადგილს
ვიკავებთ. ეს ტვირთი
ევროპაში გაცილებით
სწრაფად და გაცილებით
იაფად ჩავა - საქართველოს
გარეშე ეს ყველაფერი
შეუძლებელი იქნება“, -
აღნიშნა
მაჭავარიანმა.ევროკავშირის
ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ
ქართულ საზოგადოებას
არჩევნებზე წასვლისკენ
მოუწოდა და აღნიშნა, რომ
ევროკავშირი მზად არის, 26
ოქტომბრის არჩევნების
შემდეგ არჩეულ ნებისმიერ
მთავრობასთან იმუშაოს.