ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 18 ნოემბერს გამართულ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისიის“ გამოგზავნის შესახებ. მისიის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაცია ამის თაობაზე რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. მისი თქმით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში „შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიეცეს“.
იმავდროულად, ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ეუთო/ოდირი მიაწვდის.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, 18 ნოემბერს იკრიბებიან, რათა საქართველოზე იმსჯელონ. დისკუსია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფართო გაყალბების ბრალდებების ფონზე იმართება. დღის წესრიგის მთავარი საკითხი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე ევროკავშირის რეაგირებაა.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/11/2024 – სიახლეების ბლოგი: საქართველოს სადავო არჩევნები
- 18/11/2024 – ევროკომისია ცხრა ნაბიჯის განხორციელებას აფასებს, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები კი საქართველოზე იმსჯელებენ
- 17/11/2024 – ჩხუბისა და პროტესტის ფონზე, ცესკო საბოლოო შედეგებს აქვეყნებს
- 17/11/2024 – თბილისში აქცია „დაიბრუნე შენი ხმა“ იმართება, ოპოზიციამ თსუ-ს მახლობლად კარვები გაშალა