ამერიკის შეერთებული
შტატების უცხოელი
აგენტების რეესტრზე
განთავსებული
ინფორმაციას, "ნაციონალური
მოძრაობის" მიერ
დაქირავებულ ლობისტურ
კომპანიასთან
დაკავშირებით, მმართველი
გუნდში ეხმაურებიან."როდის
აქეთ გახდა აშშ-თვის
"ნაციონალური მოძრაობა"
მტრული ორგანიზაცია?! ხომ
გვიმტკიცებდნენ გარედან
სპეკულაციურად, რომ FARA-ში,
აშშ-ში მხოლოდ და მხოლოდ
მტრული ორგანიზაციები
რეგისტრირდებიანო. ცალკე
საკითხია, როდესაც ბატონი
ჯო უილსონი აღმოჩნდა, რომ
თურმე თანხებს იღებს
"ნაციონალური მოძრაობის"
მხრიდან და იგი არის ერთი
ჩვეულებრივი ლობისტი. მისი
"სიყვარული" საქართველოს
მიმართ თურმე 10 000 დოლარი
ღირს," - აღნიშნა
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ, არჩილ
გორდულაძემ.ცნობისთვის,
FARA-ს მიხედვით, "ნელსონ
მალინსს" მიხეილ
სააკაშვილის პარტია
6-თვიანი მომსახურების
სანაცვლოდ 360 000-ს უხდის.
დოკუმენტში აღნიშნულია,
რომ ლობისტური კომპანია
იქნება პარტიის
დიპლომატიური
წარმომადგენელი ამერიკის
შეერთებულ შტატების
სამთავრობო უწყებებთან.
ასევე, დაეხმარება მას
უზრუნველყოს თავისუფალი
და სამართლიანი
არჩევნების ჩატარება
საქართველოში.
ამავდროულად, "ნაციონალური
მოძრაობა" არჩევნებს
ბოიკოტს უცხადებს.