,,FARA-ს დოკუმენტი გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო უილსონი ჩვენს ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა" - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 11 საათი წინ 1
,,FARA-ს დოკუმენტი გვეუბნება იმას, რომ როდესაც ჯო უილსონი ჩვენს ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა" - შალვა პაპუაშვილი
ლობისტურ კომპანიებსა და NGO-ბზე, სხვა თემებთან ერთად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არ აღიარებს კონსტიტუციას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებსა და ხელისუფლებას, ევროკავშირისგან ფინანსდება.შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ რა კავშირია რეალურად NGO-ბსა და ევროკავშირს შორის. აქვე, პარლამენტის სპიკერმა აქცენტი გააკეთა FARA-ს დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტმა კომპანიამ კონგრესმენ ჯო ვილსონს არა ერთხელ გადაუხადა ათი ათასობით დოლარი."როდესაც ჯო უილსონი ჩვენ ღირებულებებზე გველაპარაკება, თურმე ამაში ფასს გულისხმობდა. ასე რომ, ეს გავიგეთ, საბოლოო ჯამში. მთელი ირონია იმაშია, ამას ხომ ვამბობდით, რომ გავა დრო და FARA ყველაფერს გასცემს პასუხს. გავიდა დრო, FARA-მ ყველაფერს გასცა პასუხი. ამიტომ არ უნდა ევროკავშირის საელჩოს, რომ ჩვენთან იყოს გამჭვირვალობის კანონი. ამიტომ არ უნდათ იმ ქვეყნებს, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, რომ გამჭვირვალე იყოს ეს ყველაფერი. სხვათა შორის, ევროკავშირშიც, განსხვავებით აშშ-სგან, ეს სისტემა არ არის აწყობილი. იქაც გაუმჭვირვალეა, თორემ შეგახსენებთ, რომ FARA-დან გავიგეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას და ამ ყველა უბედურებას, იყო ამერიკელი ლობისტების არათუ კონსულტაცია, დაწერილი იყო. მათი ტექსტი იყო. მათ დაწერეს და ევროპარლამენტს მიაღებინეს ამერიკელმა ლობისტებმა," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია