დღეს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაანონსა არჩევნების დასაცავად, გიორგი გახარია სცენაზე არ ასულა, ის ხალხთან ერთად დგომას ამჯობინებს და ამის მიზეზს ხსნის:
“ამის მიზეზი ძალიან მარტივია, მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს, იქ ცოტა დისკომფორტში ვარ ხოლმე, მე ამ ხალხის წინაზე, ვინც აქ დგას ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძობ, აქ მე ბევრად უფრო ეფექტური ვარ, ვიდრე იქ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.