ესენი, უპირველეს ყოვლისა,
არიან საქართველოს
პატრიოტები და ეს გამოჩნდა
ზუსტად იმ 54%-იანი
მხარდაჭერით, რომელიც
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო,
- განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა „ქართული
ოცნების“ ოფისში დღეს
გამართულ
ბრიფინგზე.მისივე თქმით, იმ
კამპანიის ფონზე, რომელიც
ჩატარდა, ჩვენ ვნახეთ, თუ
სად დგანან საქართველოს
პატრიოტები და ვის უჭერენ
მხარს.როგორც შალვა
პაპუაშვილმა აღნიშნა,
„ქართული ოცნების“
კამპანიისთანავე,
რადიკალების მხრიდან
დაიწყო ზიზღის ენა და
ფაშისტური
განცხადებები.„ვნახეთ
ზიზღის კამპანია
კანდიდატები როდესაც
დასახელდა და სია. ახლა
ვხედავთ უკვე არჩევნების
შემდეგ ზიზღის კამპანიას
საქართველოს მოსახლეობის
უმრავლესობაზე. თქვენ
ნახეთ, მაშინ ჩვენ გვქონდა
განცხადება, რომ
ევროკავშირიდან
დაფინანსებული ერთ-ერთი
მედია ავრცელებდა იმ
ზიზღის კამპანიის ფოტოებს,
რომლითაც „ქართლი
ოცნების“ მხარდამჭერებს
ფაქტობრივად მტრად
აცხადებდნენ.მაშინ
მოვუწოდე კიდევაც
ევროკავშირის
წარმომადგენლებს, რომ
ჰქონდეს ამაზე რეაქცია,
როდესაც ევროკავშირის
ბიუჯეტიდან დაფინანსებული
ორგანიზაცია ფაშისტურ
კამპანიაშია ჩართული, რაც
ნიშნავს იმას, რომ
მოსახლეობის უმეტესობას
აცხადებს მტრად და
აცხადებს თავდასხმის,
ზეწოლის და მტრობის
სამიზნედ. ზუსტად ის, რომ
ამაზე რეაქცია არ აქვს
არავის და წაუყრუა ყველამ,
დონორმა, თვალი დაუხუჭა
ყველამ. პირიქით, აქებენ,
აქეზებენ, რომ თქვენ ხართ
დიახ ნამდვილი საქართველო
და მხარს გიჭერთ. ზუსტად ეს
აქეზებს საქართველოში ამ
ზიზღს,
პოლარიზაციას.სინამდვილეში,
ჩვენ თუ ჩავიხედებით ყველა
იმ პროცესებში რაც არის,
სინამდვილეში
პოლარიზაცია, რადიკალიზმი
და ზიზღი, წაქეზებული არის
გარედან და ეს არის ყველაზე
სამწუხარო, რომ ის
ადამიანები, ვინც არიან ამ
ზიზღის „ბაბლში“ მოქცეული,
თავის უკმაყოფილებას ასე
თუ გადმოაფრქვევენ, ვერც კი
ხვდებიან, რომ უბრალოდ
არიან
ინსტრუმენტალიზებული
სხვების მიმართ და ხშირ
შემთხვევაში ქვეყნის
გარეთ მყოფი ჯგუფების
მხრიდან“, - აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.