უსამართლოდ დაკავებულები
უნდა გათავისუფლდნენ,
უკანონო ქმედებებში
მონაწილე პირებს პასუხი
უნდა მოეთხოვოთ, – ამის
შესახებ ევროკავშირის
საგარეო პოლიტიკური
უწყების პრესსპიკერი
ანიტა ჰიპერი სოციალურ
ქსელში წერს.„ევროკავშირი
გმობს ამ შაბათ-კვირას
ბათუმსა და თბილისში
მშვიდობიანი
მომიტინგეების წინააღმდეგ
განხორციელებულ
რეპრესიებს, მათ შორის
ჟურნალისტებისა და
აქტივისტების დაკავებას.
უსამართლოდ დაკავებულები
უნდა გათავისუფლდნენ.
უკანონო ქმედებებში
მონაწილე პირებს პასუხი
უნდა მოეთხოვოთ“, – წერს
ანიტა ჰიპერი X-ზე.