„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ კალამი და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“ - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 17 საათი წინ 5
„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ კალამი და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“ - მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აბუ-დაბიში საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატსა და რადიკალ აქტივისტს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაცი პროვოკატორის ქცევის წესია, ჯერ იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ კალამი და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან.„ნაცის" „ბლატაობა", პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაში გამოიხატება: ჯერ უნდა იუზრდელოს, მერე უნდა იპროვოკატოროს და იძველბიჭოს თან, ნაცმა, რომლების 80%-ზე მეტი სადარბაზოებიდან თავს ვერ ყოფდნენ თავის დროზე, იძველბიჭოს, იგინოს, დედა იგინოს და ყურს შეაჩვიოს ეს დედის გინება თითქოს ჩვეულებრივი ამბავია ქართველისთვის და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ კალამი და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან და მერე როცა მიხვდება, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მართლები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი საპასუხო რეაქციაში იმყოფებოდნენ, რეაგირების ფარგლებში იმყოფებოდნენ და აბუ დაბის პოლიციამ ეს გაითვალისწინა, მერე უკვე ეს ამბავი და მთელი სიმძიმის ცენტრი, თავისი საჩივრის თუ დამოკიდებულების პოლიციაში გადაიტანოს ადამიანზე, რომელმაც ამ დეპუტატებს მხარი დაუჭირა და ის ადამიანია ახლა დაკავებული და მის გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე მიდის საუბარი წარმოიდგინეთ. ანუ ინტრიგანობა, პროვოკატორობა, მერე ძველბიჭობა და მერე ჩივილი რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მსგავს ქმედებას არასდროს იკადრებს. მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თითოეული ნაბიჯი სამშობლოს ემსახურება და აქედან გამომდინარე აგენტების ან აგენტების მოწყვლადი ხალხის შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს წარმოუდგენელია."იმ ადამიანზე ბევრი რაღაცა გავიგეთ, ამის იქით ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ჩემ თავს ვცემ პატივს და საზოგადოებას, რომელიც გვისმენს, მაგრამ ეს არის ნაცის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ აქციონ. აქაც იგივე პასუხი გვაქვს, ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა მომხრეებმა, ქართველებმა სისხლით და ხორცით და სულით, რომ იკადრონ მსგავსი რაღაცა, ანუ წარმოიდგინეთ ნაცებისთვის არ უკადრებიათ, ქუჩაში ნაცებს ხედავენ ადამიანები - მკვლელებს, ჯალათებს და ამ სისტემის სათავეში მყოფებს და იმას ატარებენ მოთმინებით და სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ესენი მოგონილი ბრალდებით დასდევენ დეპუტატებს. ჩემ სამშობლოს ვემსახურო და ქუჩაში არ გავიარო ამაზე მქონდეს საფიქრალი? აქ მართლა თავს შეაკლავს ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ჩემიდან დაწყებული ბევრიდან გაგრძელებული და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ყველა ჩვენგანი ღრმად ვართ იმაში დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ჩვენ სამშობლოს ემსახურება და აქედან გამომდინარე ვიღაცა აგენტების ან აგენტების მოწყვლად ხალხს, თავის სასარგებლო იდიოტებს, თვითონ რომ ეძახიან, იმათი შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს? მართლა ქართველი კაცი ამისთვის თავს გადადებს და ცოტა დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ და რას აკეთებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია