წარსულში პუტინი
იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა
ომს და დაიწყო კიდეც –
საქართველოში 2008 წელს,
უკრაინაში 2014 და 2022 წლებში,
ვინ იქნება შემდეგი
სამიზნე? მშვიდობა ვერ
გაგრძელდება, თუ ომი
პუტინთან შეთანხმებით
დასრულდება, – ამის შესახებ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა,
მარკ რუტემ
განაცხადა.რუტეს თქმით,
ყველას სურს, რომ ომი
დასრულდეს, მაგრამ ყველას
უნდა ასევე მშვიდობა.„ჩვენ
ყველას გვინდა, რომ ეს ომი
დასრულდეს, მაგრამ ჩვენ
ყველას გვინდა მშვიდობა,
რომელიც გაგრძელდება. მე არ
ვიც,ი როდის ან როგორ
დასრულდება ომი, მაგრამ
ვიცი, რომ მშვიდობა ვერ
გაგრძელდება, თუ პუტინი
უკრაინაში თავისას
მიაღწევს, რადგან ის ამაზე
არ გაჩერდება. წარსულში ის
იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა
ომს და დაიწყო კიდეც –
საქართველოში 2008 წელს,
უკრაინაში 2014 და 2022 წლებში.
ვინ იქნება შემდეგი
სამიზნე? მშვიდობა ვერ
გაგრძელდება, თუ ომი
პუტინთან შეთანხმებით
დასრულდება“, – განაცხადა
რუტემ.