პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.
“პრეზიდენტს დაველაპარაკები. სამწუხაროდ მოგეხსენებათ, რომ რაღაც უნდა შეეთანხმებინა მამუკას [გუნდთან] და ჩემდა სამწუხაროდ ჯერ არ გამოდის ეს შეთანხმება. [სიებში ადგილები] არა, რა თქმა უნდა… მამუკას უნდა შეეთანხმებინა თავის გუნდთან, როგორც ჩანს, ვერ მოახერხა ჯერჯერობით ამის შეთანხმება, ვნახოთ, დაველოდებით”, – თქვა გახარიამ ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გახარიასთან კონსულტაციები გრძელდება.