მთელი რადიკალური
ოპოზიცია, უცხოური
აგენტურა არის
დაინტერესებული იმით, რომ
რადიკალიზაციის სცენარი
განვითარდეს, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ აჭარის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის გადაცემა "ვახო
ხუზმიაშვილის თავისუფალ
სივრცეში"
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით, ამ
რადიკალიზაციის სცენარის
ერთ-ერთი პატარა ელემენტია
ვიზალიბერალიზაციის
შეჩერების საკითხი.„დღეს
პირდაპირ ჩანს, ვინ დადის
კაბინეტებში, დერეფნებში
და ვინ ეწევა ზოგადად
პროპაგანდას ქვეყნის
წინააღმდეგ. არიან
კონკრეტული უცხოელი
აგენტები, რომლებიც ისევ
უცხოური დავალებით
აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს
არ არის მათი ინიციატივა.
ყველაფერი ხელის გულზე იდო
ამ 4 წლის განმავლობაში. ჯერ
გავიხსენოთ, რა ხდებოდა
ომის შემდეგ, როგორ
ითხოვდნენ სანქციების
დაწესებას, რაც ქვეყნის
ეკონომიკას ჩამოშლიდა,
მებრძოლი მოხალისეების
გაგზავნას, რიტორიკის
გამძაფრებას და ა.შ. ყველა
ეს ნაბიჯი მიმართული იყო
ერთი კონკრეტული
მიზნისკენ, ეს იყო ქვეყნის
ომში ჩართვა. კულისებში რა
ხდებოდა, ამას აღარ ვიტყვი.
ეს ერთი და მერე, რა ხდებოდა
ევროინტეგრაციასთან
დაკავშირებით
კონკრეტულად. ჩვენ
შევიტანეთ განაცხადი
კანდიდატის სტატუსის
მისაღებად და იმ დღიდან
მოყოლებული, იყო
სხვადასხვა ტიპის
საბოტაჟი. ჯერ გამოვიდნენ
NGO-ები და თქვეს, რომ მათ უნდა
დაეწერათ განაცხადი
კანდიდატის სტატუსის
მიღებასთან დაკავშირებით,
თან ამას ამბობდნენ როდის,
როცა აცხადებდნენ, რომ
სახელმწიფო იყო
მიტაცებული და ა.შ. თვითონ
უნდა წარედგინათ
განაცხადი კანდიდატის
სტატუსის მისაღებად, სადაც
ეწერებოდა, რომ ქვეყანა
არის, მაგალითად
მიტაცებული. ვერც
მალავდნენ იმას, რომ
კატეგორიულად
უპირისპირდებოდნენ ამ
იდეას, რასაც ერქვა
კანდიდატის სტატუსის
მიღება. მათი ერთ-ერთი
ლიდერი იყო, ჩხიკვაძე,
სოროსის ფონდიდან,
რომელმაც პირდაპირ
მიმართა ევროპულ
სტრუქტურებს ამასთან
დაკავშირებით, რომ არ
მივცეთ საქართველოს
კანდიდატის სტატუსი. არც
არავის გაუკრიტიკებია,
იმიტომ, რომ ეს მათი
პოზიცია იყო. გახსოვთ, ჩვენ
შევქმენით სამუშაო
ჯგუფები, რომლებსაც
ბოიკოტი გამოუცხადა
რადიკალურმა ოპოზიციამ,
პარტიებმა, ასეთი პოზიცია
დაიკავეს და არც ერთხელ არ
განუცხადებიათ მათ, რომ
ქვეყანას უნდა მიეღო
კანდიდატის სტატუსი.
გახსოვთ, მათი ერთ-ერთი
ლიდერი იყო მაშინ სალომე
ზურაბიშვილი, პარლამენტის
სხდომათა დარბაზში
რამდენჯერმე დაუსვეს
ჩვენმა დეპუტატებმა
შეკითხვა, თუ რამდენად
იმსახურებდა საქართველო
კანდიდატის სტატუსს, უნდა
მიეღო თუ არა კანდიდატის
სტატუსი. ეს ხდებოდა მაშინ,
როდესაც ეს
გადაწყვეტილება
მომწიფებული იყო. მაშინაც
კი არ თქვა არც ერთხელ, რომ
საქართველოს ეკუთვნოდა
კანდიდატის სტატუსი. მთელი
ეს რადიკალური ოპოზიცია,
უცხოური აგენტურა არის
დაინტერესებული იმით, რომ
რადიკალიზაციის სცენარი
განვითარდეს და ამ
რადიკალიზაციის სცენარის
ერთ-ერთი პატარა ელემენტია
ვიზალიბერალიზაციის
შეჩერების საკითხი. ამიტომ,
არავის უკვირს ის, რომ
ისინი პირდაპირ ამ
აგიტაციით არიან
დაკავებული“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.