არის მცდელობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ამით ხდება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, არამედ მთლიანად ევროკავშირის დისკრედიტებაც, რაც დასანანია - პრემიერი

Primetime.ge 7 საათი წინ 3
არის მცდელობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ამით ხდება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, არამედ მთლიანად ევროკავშირის დისკრედიტებაც, რაც დასანანია - პრემიერი
არჩევნებში პირდაპირი ჩარევის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, აქაც არის მცდელობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ესეც ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე, რაც განსაკუთრებით დასანანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების წინ ყოველ ჯერზე არის სხვადასხვა სახის მცდელობები, რათა დააზიანონ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შანსები.„ეს ყველაფერი დაიწყო 2020 წელს, როდესაც ევროკავშირი აპირებდა დაახლოებით 70 მილიონი ევროს სესხის გაჩერებას ქვეყნისთვის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე. მაშინ დავასწარით და ჩვენ ვთქვით უარი ამ სესხზე, აღარ გვჭირდებოდა არაფერში ეს სესხი, მაგრამ ეს იყო პირდაპირ გათვლილი საარჩევნო შედეგზე, უნდა დაეზიანებინა ჩვენი საარჩევნო შანსები და ამ სულისკვეთებით გრძელდება მოქმედება. ასევე გვახსოვს, იგივე წინა არჩევნებზე, ბატონი ელჩი პირდაპირ გამოვიდა და მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ არჩევნების დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად, ოპოზიციის სასარგებლოდ. ასეთი პირდაპირი ჩარევის არაერთი შემთხვევა გვახსოვს, აქაც არის მცდელობა, რომ ამ საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, ესეც ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე და რაც განსაკუთრებით დასანანია, ამით ხდება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტება, არამედ მთლიანად ევროკავშირის დისკრედიტებაც, რაც მართლაც დასანანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია