ანა დოლიძის პარტიამ „ხალხისთვის“ ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. პარტია კოალიციას, რომელიც ასევე აერთიანებდა პარტია “ლელოს” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანს”, გასული წლის ზაფხულს, საპარლამენტო არჩევნებამდე შეუერთდა. დოლიძის თქმით, მისი პარტია დამოუკიდებელ საქმიანობას დაუბრუნდება.
მანამდე, მარტში, კოალიცია ასევე დატოვა „თავისუფლების მოედანმა“ და დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია გახდა.