სახელისუფლებო პარტიაში
აცხადებენ რომ
საქართველოს ომში ჩართვის
სურვილი კიდევ უფრო
გამძაფრებულია და
ვიზალიბერალიზაცია
შანტაჟის ბერკეტად რჩება.
ოპოზიციის შეფასებით, ეს
არის ცრუ ნარატივი -
ხელისუფლების ოპონენტ
პარტიებში აცხადებენ, რომ
დასავლელი პარტნიორებიდან
არავინ ცდილობს
საქართველოს ომში
ჩართვას."ქართული ოცნება"
ვერაფერ პასუხობს იმ
გამოწვევებს, რომელიც არის
ქვეყანაში, ამიტომაც გახდა
ყველაზე დიდი
კონსპიროლოგი. ქართველმა
ხალხმა ძალიან კარგად იცის,
რომ არანაირი ომში ჩართვის
მცდელობები არ ყოფილა და არ
იქნება მომავალში. თუ ისინი
კვლავ გააგრძელებენ
შეთქმულების თეორიების
გავრცელებას, რა თქმა უნდა,
ადეკვატურად იქნება
აღქმული, ნეგატიური
კონოტაციის ჭრილში, ჩვენი
ევროპელი პარტნიორების
მხრიდან," - აღნიშნა ლანა
გალდავამ.