„ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მკაცრად საუბრობს, მაგრამ რბილად მოქმედებს“ - რიკარდ იოზვიაკი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

Primetime.ge 10 საათი წინ 1
„ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მკაცრად საუბრობს, მაგრამ რბილად მოქმედებს“ - რიკარდ იოზვიაკი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
"ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით მკაცრად საუბრობს, მაგრამ რბილად მოქმედებს" - ამ სათაურით, სტატია "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა.რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ერთი კვირის წინ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით ვერ მიიღეს რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუმცა, ევროკომისიამ თბილისს წერილი გაუგზავნა, სადაც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რიგი პირობები არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს.ავტორი სვამს კითხვას, რამდენად სერიოზულია ეს ვადა?პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი, 20 ოქტომბერს გაიმართება, - წერს რიკარდ იოზვიაკი. ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისზე ზეწოლის მექანიზმად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, რაზეც კვალიფიციური უმრავლესობა იქნება საჭირო.აქვე, ავტორი მიუთითებს, რომ იდეის წინააღმდეგ რვა წევრი სახელმწიფო, იტალიის ხელმძღვანელობით, გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას დაარტყამს - შესაბამისად, იქნება არაპროპორციული ზომა.
სრულად წაიკითხეთ სტატია