გაერთიანებული სამეფოს
დაზვერვის MI-6-ის მომავალი
მეთაურის, ბლეიზ
მეტრეველის ბაბუა
ნაცისტების თანამზრახველი
იყო ჩერნიგოვიდან,
მეტსახელად „ჯალათი“.
ინფორმაციას ბრიტანული
გამოცემა The Daily Mail-ი
ავრცელებს.გამოცემის
ინფორმაციით, მისმა
ჟურნალისტებმა გერმანიის
ქალაქ ფრაიბურგის არქივში
შენახული დოკუმენტები
შეისწავლეს.შესწავლილი
მასალებით ირკვევა, რომ
მეტრეველის ბაბუას
კონსტანტინე დობროვოლსკი
ერქვა. დობროვოლსკი 1906 წელს
ჩერნიგოვის გუბერნიის
ერთ-ერთ სოფელში დაიბადა.
სტატიის თანახმად, მას
გერმანული და პოლონური
ფესვები ჰქონდა, ხოლო დედა
უკრაინელი იყო.1917 წლის
ოქტომბრის რევოლუციის
შემდეგ ის ყალბი
დოკუმენტებით მოსკოვში
აღმოჩნდა, სადაც 1926 წელს
დააპატიმრეს და ციმბირში
გადაასახლეს. 1937 წელს ის
დნეპროპეტროვსკში
გადავიდა. რამდენიმე
წელიწადში მეორე მსოფლიო
ომი დაიწყო.დობროვოლსკი
ჯერ წითელი არმიის რიგებში
ჩაეწერა, ხოლო 1941 წლის 4
აგვისტოს გერმანელების
მხარეს გადავიდა. 1943 წელს,
გერმანელებისგან
ჩერნიგოვის
გათავისუფლებამდე
კონსტანტინე დობროვოლსკიმ
მეთაურობას მისი შვილის,
ასევე კონსტანტინე
დობროვოლსკისა და მეუღლის,
ბარბარეს გაყვანა
სთხოვა.ამის შემდეგ
კონსტანტინე დობროვოლსკის
უფროსის კვალი იკარგება.
თუმცა, როგორც სტატიაშია
აღნიშნული, დობროვოლსკის
სახელი სსრკ-ს მიერ 1969 წელს
გამოქვეყნებულ მტრების
სიაში ეწერა.გამოცემის
მტკიცებით, დობროვოლსკის
შვილი და მეუღლე ბარბარე
დიდ ბრიტანეთში
აღმოჩნდნენ. 1947 წელს
ბარბარე ქართველზე, დავით
მეტრეველზე გათხოვდა.
დავითმა კონსტანტინეს
მისი გვარი, მეტრეველი
მისცა.