კონსტანტინე ზარნაძე: „გუშინდელი კამპანია თვალჭრელიძის ქუჩასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარტიული ტელევიზიებით, მათი დაბალი პოლიტიკური კლასის მაჩვენებელია

Primetime.ge 18 საათი წინ 5
კონსტანტინე ზარნაძე: „გუშინდელი კამპანია თვალჭრელიძის ქუჩასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარტიული ტელევიზიებით, მათი დაბალი პოლიტიკური კლასის მაჩვენებელია
„გუშინდელი კამპანია თვალჭრელიძის ქუჩასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარტიული ტელევიზიებით, მათი დაბალი პოლიტიკური კლასის მაჩვენებელია“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე.„რას ემსახურება კამპანია, რომელსაც მთელი მონდომებით აწერენ დედაქალაქის მერიას და მერს, კახა კალაძეს? ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მოდის არჩევნები და იწყება საარჩევნო პროცესი. იციან დედაქალაქის მერის ძალიან მაღალი რეიტინგი და იმ პირობებში, როგორშიც ოპოზიცია იმყოფება, ცდილობენ რამენაირად ცილი დასწამონ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. ეს არ დააზარალებს კახა კალაძეს, პირიქით, მათი სირცხვილის, უცოდინარობისა და დაბალი კულტურის მაჩვენებელია ის პროცესები, რომლებიც მოსახლეობაში უნდათ წარმართონ“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, მოსახლეობისთვის პირველ დღეს ამ პროცესების ნახვა ძალიან ემოციურია, თუმცა, როცა გადაივლის პროცესი, ადამიანები შავს და თეთრს კარგად არჩევენ.„ყველამ კარგად იცის, რისკენაა მიმართული ეს კამპანია. დამერწმუნეთ, რომ მსგავსი ქმედებები, ნაბიჯები და განცხადებები რამდენიმე დღეში ზუსტად ისევ მათ უტრიალდებათ, თან უფრო მეტი სიმძაფრით, რადგან მათ დაბალ რეიტინგსა და დაბალ პოლიტიკური კლასზე მიუთითებს“, - აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია