ჰყიდიან იმ ხმებს, რომელიც
მათ არ გააჩნიათ, ანუ
პოლიტიკურ ვაჭრობას აქვს
აქ ადგილი, რომელიც ძალიან
შორს არის
კეთილსინდისიერი
მიდგომებისგან, - განაცხადა
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილმა
გიორგი გახარიასა და
მედიის წარმომადგენლების
მიერ თაღლითობაში
მხილებული ბიზნესმენის,
შოთა შალელაშვილის
შეხვედრის
შეფასებისას.„როგორ
იკადრებდა ერთი ან მეორე
ვაჭრობაზე და ფულზე
საუბარს? ეს ადამიანები
იმის ნაცვლად, რომ
წინასაარჩევნოდ
ხვდებოდნენ ამომრჩეველს,
ხვდებიან ერთმანეთს და
ფაქტობრივად, ჰყიდიან იმ
ხმებს, რომელიც მათ არ
გააჩნიათ, ანუ პოლიტიკურ
ვაჭრობას აქვს აქ ადგილი,
რომელიც ძალიან შორს არის
კეთილსინდისიერი
მიდგომებისგან.
შესაბამისად, აღარავის
უნდა გაუკვირდეს, რომ ამ
ადამიანების მხარდაჭერა
არის ნულს ქვემოთ დღეს
ჩვენს საზოგადოებაში და
მათ დაიმსახურეს, რომ
საზოგადოება არც პატივს
სცემდეს და არც ენდობოდეს
მათ", - განაცხადა რატი
იონათამიშვილმა.