ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, წარმატებები კახა კალაძეს თავის გუნდთან ერთად

Primetime.ge 1 საათი წინ 4
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, წარმატებები კახა კალაძეს თავის გუნდთან ერთად
დარწმუნებული ვართ, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე, ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს, მის გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კობახიძის თქმით, ორ კვირაში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყება დედაქალაქის განვითარების ახალი ეტაპი, რასაც ყველა ძალიან დიდი ინტერესით ელოდება.„დარწმუნებული ვართ და ამას ადასტურებს წარსული გამოცდილება, რომ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი ოთხი წელიც იქნება ძალიან ბევრი სიახლით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის. ამ ყველაფერში მინდა, კახა კალაძეს წარმატებები ვუსურვო მის გუნდთან ერთად. ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე არჩევნების წინ ჩვენს საარჩევნო მუსიკალურ კლიპს. ამ შემთხვევაშიც, ეს ტრადიცია გრძელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ზაზა ნოზაძეს, რომელიც არის ამ კლიპის სულისჩამდგმელი და ავტორი, რომელმაც შექმნა ძალიან თბილი მუსიკალური რგოლი. კლიპს საფუძვლად დაედო ლეგენდარული გოგი ცაბაძის გენიალური სიმღერა, არის ძალიან საინტერესო ინტერპრეტაცია. ეს არის სიმღერა სიკეთით სავსე ქალაქზე. ჩვენს დედაქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე ყველა თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, შემდგომი ოთხი წელი იქნება ძალიან ბევრი სიკეთით სავსე ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია