პარტია „ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თბილისის
საარჩევნო კლიპის
პრეზენტაცია გაიმართა.
კლიპის ავტორი მუსიკოსი
ზაზა ნოზაძეა.მუსიკალური
კლიპი საზოგადოებას
„ქართული ოცნების“
თბილისის მერობის
კანდიდატმა, დედაქალაქის
მოქმედმა მერმა კახა
კალაძემ პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილთან და
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილთან ერთად
წარუდგინა.სიტყვით
გამოსვლისას კახა კალაძემ
საქართველოს მთავრობის
მეთაურს, ასევე, თბილისსა
და თბილისელებს
მხარდაჭერისა და
თანადგომისთვის მადლობა
გადაუხადა.„გვინდა,
საზოგადოებას წარვუდგინოთ
მურიკალური კლიპი,
რომლითაც ვეფერებით ჩვენს
ქვეყანას, ულამაზეს
თბილისს. თბილისი არის
ქალაქი, რომელსაც
ყოველთვის უმღეროდნენ,
უმღერიან და დარწმუნებული
ვარ, მომავალშიც ასე
იქნება. თბილისი არის
ქალაქი, რომელიც ყველას
განსაკუთრებულად
გვიყვარს, ჩვენი
დედაქალაქია, ულამაზესი,
თავისი მომხიბვლელი
კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებით, განსხვავებული
რელიგიებით,
მრავალფეროვნებით. ამ
ყველაფერს, რა თქმა უნდა,
სჭირდება მოვლა, დაფასება,
შენარჩუნება. ამაყი ვარ,
რომ ღმერთმა მომცა
შესაძლებლობა, ვემსახურო
ამ ქალაქს, ამ ქალაქში
მცხოვრებ მოქალაქეებს.
ვიდეოკლიპი, რომელსაც
წარმოგიდგენთ, არის
თბილისის
განსაკუთრებულობაზე,
სიყვარულზე“, - განაცხადა
კახა კალაძემ.მისივე თქმით,
4 ოქტომბერს ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებში აუცილებლად
თბილისი
გაიმარჯვებს.„განვაგრძობთ
საარჩევნო კამპანიას,
ყოველდღიური შეხვედრები
გვაქვს მოსახლეობასთან.
მინდა, მადლობა
გადაგიხადოთ იმ
მხარდაჭერისთვის,
თანადგომისთვის, რასაც
ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით.
ჩემთვის ძალიან დიდი
მოტივაციაა, როდესაც
ქუჩაში ვხვდები
მოქალაქეებს, რომლებიც
გამოხატავენ მადლიერებას,
თანადგომასა და
მხარდაჭერას.
დარწმუნებული ვარ, 4
ოქტომბერს ჩვენ
აუცილებლად გავიმარჯვებთ,
გაიმარჯვებს ჩვენი
დედაქალაქი, ჩვენი ქვეყანა.
მშვიდობა საქართველოს,
მეტი სიკეთე თბილისს!“, -
აღნიშნა დედაქალაქის
მერმა.კლიპის ავტორმა კი
განაცხადა, რომ მისთვის,
როგორც რიგითი
თბილისელისთვის და ამ
ქალაქის შვილისთვის,
უდიდესი პატივი იყო,
ემუშავა გოგი ცაბაძის
შედევრზე. მან მადლობა
გადაუხადა მმართველ გუნდს
ამ შესაძლებლობისთვის და
თბილისის მერობის
კანდიდატს წარმატებები
უსურვა.ღონისძიებას
მინისტრთა კაბინეტისა და
პარლამენტის წევრები,
ასევე, ხელოვნების,
კულტურისა და სპორტის
წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.