ჯერ თბილისში ვიყავით, ახლა
ახალციხეში ვართ. ძალიან
მშვიდად მიმდინარეობს
საარჩევნო პროცესი, -
განაცხადა საერთაშორისო
დამკვირვებელმა,
ექსპერტმა ხუან ეფრაინ
როჩამ.„მოხარულები ვართ,
რომ მოქალაქეებს შეუძლიათ
მშვიდ გარემოში,
სამართლიან გარემოში
დააფიქსირონ საკუთარი
აზრი“, - განაცხადა ხუან
ეფრაინ
როჩამ.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი.