სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დააკმაყოფილა

Civil Georgia 2 საათი წინ 5
სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების მოთხოვნა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის 20 დღით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი გადაყვანის შესახებ. ამის თაობაზე აქტივისტის ადვოკატებმა 2 აგვისტოს განაცხადეს და ამგვარი ქმედება  დაკავებულის დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობად შეაფასეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ადვოკატების თქმით, პროკურორებმა დათაშვილის სამედიცინო ჩანაწერები ამოიღეს, რომლებშიც ემოციური ლაბილობა ნახსენებია, როგორც ხერხემლის სერიოზული დაავადების თანმხლები სიმპტომი.

მოგვიანებით, პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა. „გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, – აღნიშნა პროკურატურამ.

აქტივისტი ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული „თავდასხმის“ ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. ინციდენტი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. შსს-ს თქმით, დათაშვილი „არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.

სრულად წაიკითხეთ სტატია