ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი - გიორგი გამსახურდია

Primetime.ge 2 საათი წინ 2
ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი - გიორგი გამსახურდია
ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ" კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე.მისი განცხადებით, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილისგან ნაზი შამანაურს ვერ შექმნიან, ისევე როგორც სააკაშვილისგან ზვიად გამსახურდიას და გიორგი რურუასგან მერაბ კოსტავას.„ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ" კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, ესენი კიდევ აგენტურულ დავალებას ასრულებენ. ვერ შექმნიან ამაღლობელის და დათაშვილისგან შამანაურს. ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი. მარტივია." - წერს გიორგი გამსახურდია.ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, განმარტა, რომ ვინაიდან, თავად ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე.
სრულად წაიკითხეთ სტატია