ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა სხდომაზე
„საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ კანონპროექტსა
და თანდართულ
დოკუმენტებზე: „ქვეყნის
ძირითად მონაცემებზე და
მიმართულებებზე 2025-2028
წლებისათვის“ და
საქართველოს მთავრობის
მოხსენებაზე „საქართველოს
2024 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“
იმსჯელა.საკითხები
კომიტეტის სხდომაზე
ფინანსთა მინისტრის
პირველმა მოადგილემ
გიორგი კაკაურიძემ
წარადგინა. მომხსენებელმა
მიმოიხილა ბოლო წლების
ეკონომიკური ტენდენციები
და აღნიშნა, რომ პანდემიის
შემდგომ პერიოდში
საქართველოს ეკონომიკაში
პროგნოზირებულთან
შედარებით გაცილებით
მაღალი ეკონომიკური
ტენდენციები
აღინიშნებოდა.გიორგი
კაკაურიძის ინფორმაციით,
2021-2023 წლებში ეკონომიკის
რეალური ზრდის ჯამურმა
მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა,
ხოლო ნომინალური მთლიანი
შიდა პროდუქტი 2020 წელთან
შედარებით 63%-ით გაიზარდა და
80 მილიარდ 246 მილიონ ლარს
გადააჭარბა. დაგეგმილთან
შედარებით მაღალი
ეკონომიკური ტენდენციებია
2024 წელსაც და ნაერთი
ბიუჯეტის მოცულობა, 2021
წელთან შედარებით, 7
მილიარდ ლარზე მეტით არის
გაზრდილი.როგორც ფინანსთა
მინისტრის პირველმა
მოადგილემ განაცხადა,
ისევე როგორც წინა წლებში,
2025 წლის ბიუჯეტიც ამ ეტაპზე
კონსერვატიული მიდგომით
დაიგეგმა და
გათვალისწინებულია
შემდეგი მაკროეკონომიკური
პარამეტრები:• რეალური
ეკონომიკური ზრდა
დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით,
ხოლო საშუალოვადიან
პერიოდში რეალური
ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;•
მშპ-ის დეფლატორის
პროგნოზი 3%-ს შეადგენს და
იგივე მაჩვენებელი
შენარჩუნებულია მომდევნო
წლებშიც;•საშუალო
ინფლაციის პროგნოზი
მიმდინარე წელს მიზნობრივ
მაჩვენებელზე
მნიშვნელოვნად ნაკლებია
და 1,5%-ს შეადგენს, ხოლო
საშუალოვადიან პერიოდში
მიზნობრივი მაჩვენებლის
ფარგლებშია (3%);•ნომინალური
მშპ-ის პროგნოზი
განსაზღვრულია 97,4 მლრდ
ლარის ოდენობით, ხოლო ერთ
სულ მოსახლეზე
გადაანგარიშებული მთლიანი
შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს
აჭარბებს. 2028 წლისთვის
პროგნოზირებულია
ნომინალური მთლიანი შიდა
პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ
ლარამდე, რაც ერთ სულ
მოსახლეზე
გადაანგარიშებით 12 000
დოლარს
გადააჭარბებს;•ნაერთი
ბიუჯეტის საგადასახადო
შემოსავლები
განისაზღვრება 24,4 მლრდ
ლარის ოდენობით, რაც მშპ-ს
25,1%-ია;•ნაერთი ბიუჯეტის
დეფიციტი შეადგენს მშპ-ს
2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის
მაჩვენებელი მშპ-ს 36,8%-ის
ფარგლებშია.გიორგი
კაკაურიძის ინფორმაციით,
2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი ჯამურად
შეადგენს 31,2 მლრდ ლარს,
რომლის ფარგლებშიც სრულად
დაფინანსდება სახელმწიფოს
მიერ აღებული
ვალდებულებები.როგორც
გიორგი კაკაურიძემ
განაცხადა, წარმოდგენილი
ბიუჯეტის პროექტი არის 2025
წლის ბიუჯეტის პირველადი
ვარიანტი, მომდევნო სამი
თვის განმავლობაში, ერთი
მხრივ, განხორციელდება
მაკროეკონომიკური
დინამიკის ანალიზი, მეორე
მხრივ, აქტიური
კონსულტაციები გაიმართება
ახალარჩეულ პარლამენტთან
და, შესაბამისად, მოხდება
ბიუჯეტის საბოლოო
ვარიანტის ფორმირება.მან
ისაუბრა ცალკეული
უწყებების დაფინანსების
თაობაზეც და
განსაკუთრებული ყურადღება
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროს მომავალი
წლის ბიუჯეტზე გაამახვილა.
აღსანიშნავია, რომ
ჯანდაცვისა და სოციალური
დაცვის პროგრამების
დასაფინანსებლად
სამინისტროს დაფინანსება
870,0 მლნ ლარზე მეტით არის
გაზრდილი.„ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ
საქართველოს ბიუჯეტი
თანმიმდევრულად იზრდება,
გვაქვს ძალიან მაღალი
ეკონომიკური ზრდა და ამ
მაჩვენებლით ერთ-ერთი
პირველები ვართ ევროპაში.
დაბალია ინფლაციის
მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ
სახელმწიფო
თანმიმდევრულად ახერხებს
მაღალი საგარეო ვალის
გასტუმრებას და უკვე
გვაქვს ამ მაჩვენებლის
მნიშვნელოვანი პროცენტული
კლება. ასევე აღსანიშნავია
სამინისტროს ბიუჯეტის
მატება, რომელიც მომავალ
წელს 870 მილიონი ლარით
გაიზრდება. აქცენტები
ძირითადად გაკეთებულია
სოციალური მიმართულებით.
ასევე ხაზგასასმელია ის
ფაქტი, რომ 200 მილიონი ლარით
იზრდება ჯანდაცვის
პროგრამების დაფინანსება
და, იმედია, რომ ჯანდაცვის
დანახარჯებს ავიყვანთ
საშუალო ევროპულ
სტატისტიკამდე და
საქართველოს მედიცინის
აღმავალ ტენდენციას
შევინარჩუნებთ“, -
განაცხადა ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ ზაზა
ლომინაძემ.კომიტეტის
სხდომის მუშაობაში ასევე
მონაწილეობდა ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
მინისტრი მიხეილ
სარჯველაძე. მისი თქმით
წარმოდგენილი ბიუჯეტით
კიდევ ერთხელ ფიქსირდება
რეალური წინსვლა ყველა
მიმართულებით, მათ შორის,
ჯანდაცვის და სოციალური
უზრუნველყოფის
მიმართულებით და ამაზე
ხარჯების გამოკვეთილი
ზრდის დინამიკაც
მეტყველებს. მიხეილ
სარჯველაძემ კომიტეტს
თანამშრომლობისათვის
მადლობა გადაუხადა.„მსურს
განსაკუთრებული მადლობა
გამოვხატო კომიტეტის
მიმართ, რომლის
შეხედულებები და ძირითადი
პოზიციები აბსოლუტურ
თანხვედრაშია მთავრობის
პოზიციებთან. ეს
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია და
აღნიშვნას საჭიროებს“, -
განაცხადა
მინისტრმა.კომიტეტმა
განსახილველ საკითხებს
მხარი დაუჭირა.