ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა „ადამიანის
სისხლისა და მისი
კომპონენტების ხარისხისა
და უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტი და
გამომდინარე
კანონპროექტები განიხილა
და მხარი
დაუჭირა.კანონპროექტები
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ
ზაზა ლომინაძემ წარადგინა
და აღნიშნა, რომ
წარმოდგენილი ცვლილებით
უკვე მიღებული კანონის
ცალკეული ნორმის
გადავადება
ხდება.„შემოთავაზებული
ცვლილების მიხედვით,
„ადამიანის სისხლისა და
მისი კომპონენტების
ხარისხისა და
უსაფრთხოების შესახებ“
კანონის ამოქმედებამდე
მოქმედი სისხლის
დაწესებულებები (სისხლის
გადასხმის
დაწესებულება/სისხლის
ბანკი), ვალდებული
იქნებიან, ამავე კანონით
გათვალისწინებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული
პირის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმით, 2025 წლის 1
სექტემბრამდე
დარეგისტრირდნენ, ნაცვლად
2024 წლის 1 დეკემბრისა“, -
განაცხადა ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ ზაზა
ლომინაძემ.მისი
ინფორმაციით, დღეისათვის
ქვეყანაში მოქმედებს 24
შესაბამისი ლიცენზიის
მქონე დაწესებულება,
რომელთაგან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული
პირის ფორმით მხოლოდ 8
ფუნქციონირებს. აღნიშნული
დაწესებულებების მიერ
უსაფრთხო სისხლის
სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში ყოველწლიურად
ტარდება საშუალოდ 95 000
დონაცია, საიდანაც 215 000მდე
სისხლის კომპონენტი
მზადდება.„დაწესებულებების
ორგანიზაციული სტრუქტურის
ჩამოყალიბების პროცესისა
და კანონით
გათვალისწინებული ფასიანი
დონორობის სრულად უანგარო
პრინციპით
ჩანაცვლებისთვის საჭირო
ღონისძიებების
მხედველობაში მიღებით,
იმისათვის, რათა
ორგანიზაციულმა
საკითხებმა ხელი არ
შეეშალოს უსაფრთხო
სისხლისა და სისხლის
კომპონენტებით
უზრუნველყოფის პროცესს და
არ განაპირობოს
ადამიანისთვის
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი სერვისის
მიწოდების რაიმე ფორმით
შეფერხება, ასევე საკითხის
მნიშვნელობისა და
მასშტაბის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად
მიგვაჩნია, რომ კანონის
ამოქმედებამდე მოქმედი
სისხლის დაწესებულებების
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული
პირის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმით რეგისტრაციისთვის
კანონით დადგენილი ვადა - 2024
წლის 1 დეკემბერი -
გადაიწიოს“. ამ მიზნით
შემოგვაქვს ეს ცვლილება, -
აღნიშნა ზაზა
ლომინაძემ.მისივე თქმით,
უნდა აღინიშნოს, რომ
ამჟამად დამუშავების
ეტაპზეა სახელმწიფოს მიერ
ცენტრალური სისხლის
დაწესებულების შექმნისა
და ჩამოყალიბების
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
საკითხები. ამ
გარემოებების
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილად ჩაითვალა
კანონის გარდამავალი
დებულებებით
გათვალისწინებული
ღონისძიებებისთვის
დადგენილი ვადების
ხელახლა განსაზღვრა და
კანონის ცალკეული
ნაწილების ამოქმედების
პროპორციულად
გადავადება.კანონპროექტი
პარლამენტის წევრების:
ზაზა ლომინაძის, ვლადიმერ
კახაძის და სალომე
ჯინჯოლავას
საკანონმდებლო
ინიციატივას
წარმოადგენს.კანონპროექტს
პარლამენტი გამარტივებული
წესით, ერთი მოსმენით
იხილავს.