ლევან მახაშვილი პეტერ ფიშერზე: ერთი მხრივ, შესაძლოა, აქვს ხმამაღალი განცხადებები, რომ მშვიდობას ემხრობა, მაგრამ მეორე მხრივ, ფაქტია, პირდაპირ ახალისებს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ყოველ საღამოს აწყობენ პოლიტიკურ დაპირისპირებებს

Primetime.ge 2 საათი წინ 8
ლევან მახაშვილი პეტერ ფიშერზე: ერთი მხრივ, შესაძლოა, აქვს ხმამაღალი განცხადებები, რომ მშვიდობას ემხრობა, მაგრამ მეორე მხრივ, ფაქტია, პირდაპირ ახალისებს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ყოველ საღამოს აწყობენ პოლიტიკურ დაპირისპირებებს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.„ერთი მხრივ, შესაძლოა, მას აქვს ხმამაღალი განცხადებები, რომ იგი მშვიდობას ემხრობა, არ ემხრობა დაპირისპირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ფაქტია, პირდაპირ ახალისებს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ფაქტობრივად, ყოველ საღამოს აწყობენ პოლიტიკურ დაპირისპირებებს დედაქალაქში თუ სხვაგან. ამიტომ, ჩვენ არა სიტყვებით, არამედ საქმით ვსჯით თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას“, - აღნიშნა მახაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩის პოსტი გააზიარა და დაწერა: „მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ“.მანამდე კი პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს მის მიმართ, როგორც ელჩისადმი. ელჩი ასევე წერს, რომ გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას, რომ მან ეს საჯაროდ განაცხადა, ხოლო საპირისპიროს მტკიცება არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება.
სრულად წაიკითხეთ სტატია