პოლიტიკოსი საბა ბუაძე
აცხადებს, რომ „ლელო-ძლიერი
საქართველო“ დატოვა და
პარტიის რიგით წევრადაც
აღარ ირიცხება. აღნიშნული
მან „პალიტრანიუსის“
გადაცემაში „360 გრადუსი“
განაცხადა.„5 ივლისს
დავასრულე ჩემი
პოლიტიკური საქმიანობა,
უბრალოდ, მაშინ, როდესაც
მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი
[ჯაფარიძე] საპატიმროში
იყვნენ, ფორმალურად ჯერ
კიდევ ვრჩებოდი პარტიაში
და ახლა ისინი აღარ არიან
საპატიმროში“, - დასძინა
მან.მანამდე ბუაძემ
განმარტა მოტივი, რის გამოც
დატოვა მან პარტიის
რიგები.ბუაძის თქმით,
„ასეთი ფორმით არჩევნებში
მონაწილეობა ხელისუფლების
ამოცანებს უწყობს ხელს,
ვითარების ნორმალიზების
რაღაც ილუზიის შექმნაში
ეხმარება“.