
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.
საზეიმო პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში მემეორიალის შემკობით დაიწყო.
,,26 მაისი არის დღე, რომელიც გვაერთიანებს — როგორც წარსულის, ისე მომავლის წინაშე. დღე, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს, რომ თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ღირსებაა, არამედ მუდმივი ზრუნვის, თავდადებისა და სიბრძნის შედეგია, ამ დღეს კიდევ ერთხელ ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს — თავისუფლებას, ერთობასა და ეროვნულ ღირებულებებს. ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანისთვის — შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე” – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ.
ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობენ.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.