ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი ნაწარმოების ,,თეთრი ბაირაღების” ლიტერატურული განხილვა გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციასა და განხილვას დაესწრნენ.
წიგნის განხილვას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტურის მთავარი მეცნიერ – თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი – ნაილე მიქელაძე უძღვებოდა და ლიტერატურული კლუბის წევრი 70 – მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.