გახარია სამი წელი ვერ
გაძლო ოპოზიციაში ისე, რომ
„ქართული ოცნებისთვის“
კუდი არ ექიცინებინა,
ბაქიბუქობდნენ და ამ ვითომ
სუპერძალოვანი
მინისტრიდან ჩვეულებრივ
მშიშარა ადამიანად იქცა, –
ამის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“
წევრმა, ანი წითლიძემ
განაცხადა.მისი თქმით,
გიორგი გახარიას პარტიაში
ერთი სული აქვთ შევიდნენ
პარლამენტში და
დასხდნენ.„საერთოდ
წარმოუდგენელია, რა
პროცედურებში შედიან.
გუშინ ვნახე, სიჭინავა რომ
ჰყავთ, როგორ ამართლებდა,
თურმე მხოლოდ რაღაც
პროცედურები ყოფილა.
უკაცრავად, ჯერ საერთოდ რა
პროცედურებს გადიან რუსულ
რეჟიმთან, რა
პროცედურებზეა საუბარი,
როდესაც პარლამენტი
არალეგიტიმურია და,
როდესაც ამ პარლამენტის
ლეგიტიმურობას არავინ
აღიარებს არც ქვეყნის
შიგნით და არც ქვეყნის
გარეთ. გერმანიაში
გაქცეული გახარიას
პარტიისგან ყველაფერს
ველოდები. თავების
გადასარჩენად, ბიძინა
ივანიშვილს რომ ანახონ, თუ
როგორი შეცდომა დაუშვა,
მისი თავი რომ ანაცვალა
ღარიბაშვილს, კობახიძეს და
გააგდო, დაუმტკიცონ, რომ
ჯერ კიდევ მისი ერთგული
არიან“, – განაცხადა ანი
წითლიძემ.მისი თქმით,
გიორგი გახარია პოლიტიკურ
ველზე „ტემუდან“
გამოწერილი „ქოცივითაა“,
თავისი მენტალობით არის
„ქოცი“.„არ ვიცი, რას იზამს,
როგორ გააგრძელებს
მოღვაწეობას, ჩემთვის ეს
ნამდვილად უინტერესოა.
გახარიას საქმიანობას
თავიდანვე დავარქვით ის
სახელი, რა სახელიც ჰქვია.
რასაც აკეთებენ
საპროტესტო მოძრაობის და
ყველა იმ ადამიანების
ღალატია, ვინც უკანონოდ ზის
ციხეში. სამი წელი ვერ
გაძლეს ოპოზიციაში ისე, რომ
არ დაიწყეს კუდის ქიცინი
ბიძინა ივანიშვილთან.
გახარია რასაც ახლა
აკეთებს, ძალიან მარტივია –
გერმანიაში გაიქცა და
ცდილობს, პარტია არ
დაეშალოს, თან ბიძინა
ივანიშვლს ევაჭრება,
გამომდინარე იქიდან, რომ
„ქართული ოცნებისთვის“
მნიშვნელოვანია
ლეგიტიმაცია, გახარია
ეუბნება, მე მაქვს ეს
გასაღები, რომ შენ
ლეგიტიმაცია
მოგაპოვებინო, შემიძლია,
შემოვიდე პარლამენტში, თუ
შენ არ დამიჭერ, პარტიას არ
დამიშლი და ა.შ. ძალიან
ბევრს რომ ბაქიბუქობდნენ,
ამ ვითომ სუპერძალოვანი
მინისტრიდან ჩვეულებრივ
მშიშარა ადამიანად იქცა,
რომელმაც სამი წელი ვერ
გაძლო ოპოზიციაში ისე, რომ
„ქართული ოცნებისთვის“ არ
ექიცინებინა კუდი“, –
განაცხადა ანი წითლიძემ.