ეუთო/ოდირი „ვერ შეძლებს“ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვებას

Civil Georgia 4 საათი წინ 4
ეუთო/ოდირი „ვერ შეძლებს“ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვებას

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) დირექტორმა, მარია თელალიანმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას“. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოწვევა 6 სექტემბერს, 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე გაგზავნა.

ეუთო/ოდირ-მა განაცხადა, რომ „არჩევნების გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად“, რომლის გამოყენებაც მოკლე ვადაში შეუძლებელია. თელალიანმა იმედი გამოთქვა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.

საქართველოს წამყვანმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ადრე განაცხადა, რომ ის არჩევნებზე თავის „სტანდარტულ“ სადამკვირვებლო მისიას არ განათავსებს და ამის მიზეზად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარების პირობების შეუსრულებლობა დაასახელა.

სრულად წაიკითხეთ სტატია