ხარკოვზე ოკუპანტების
თავდასხმის შედეგად, 8
ადამიანი დაიჭრა, მათ შორის
მცირეწლოვანი
ბავშვია.რუსეთის ძალებმა
ქალაქზე იერიში დრონებით
მიიტანეს, შედეგად ქალაქის
ცენტრალურ ნაწილში
დაზიანებულია სამი
კორპუსი.ადგილზე ამ
წუთებში
სახანძრო-სამაშველო
ოპერაცია მიმდინარეობს.
გამოცხადებულია საჰაერო
განგაში. იერიშის სამიზნე
იყო დნიპროპეტროვსკის
ოლქიც. დრონებით
თავდასხმის შედეგად
კრივიო როგში
განადგურებულია
სამოქალაქო
ინფრასტრუქტურა, მათ შორის
საწარმო და საცხოვრებელი
სახლები. არიან
დაშავებულებიც.