ცნობილია, ვინ არიან ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდები

Primetime.ge 2 საათი წინ 7
ცნობილია, ვინ არიან ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდები
22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე ბორჯომის შესასვლელთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.დაღუპულები არიან ზურა გელაშვილი და ედი მარ­კო­სი­ა­ნი.ტრაგიკულ შემთხვევას კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი ეხმიანება და ერთ-ერთი გარდაცვლილის შესახებ წერს:„ჩემო ზურა, ჩემო გელაშ, არც კი ვიცი რა დავწერო, გაქვავებული ვარ. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადო მეგობრობისათვის,ერთგულებისათვის.შეხვედრამდე მაგარო ადამიანო“,- წერს ოქიტაშვილი.მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სრულად წაიკითხეთ სტატია