პოლიტიკოს ლევან
გაჩეჩილაძეს 23 აგვისტოს
დაკრძალავენ. ოჯახის
ინფორმაციით, პანაშვიდები
გაიმართება - 21 და 22
აგვისტოს, თბილისში,
ქობულეთის ქუჩა - N23 -ში.23
აგვისტოს, 14:00 საათზე ლევან
გაჩეჩილაძეს სიონის
საკათედრო ტაძრიდან
გამოასვენებენ.ბიზნესმენი
და პოლიტიკოსი ლევან
გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში
გარდაიცვალა.ინფორმაციისთვის,
პოლიტიკური კარიერა
გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999
წელს, როცა გახდა
საქართველოს პარლამენტის
წევრი. 1999-2002 წლებში იყო
საქართველოს მე-5 მოწვევის
პარლამენტის წევრი
პარტიული სიით, საარჩევნო
ბლოკი „საქართველოს
მოქალაქეთა კავშირი“. ის
მალევე გამოეყო
უმრავლესობას და დავით
გამყრელიძესთან ერთად
შექმნა პარტია ახალი
მემარჯვენეები. 2002 წლის
ადგილობრივი არჩევნების
შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა
თბილისის საკრებულოს
წევრი "მემარჯვენეების"
სიით. 2003 წელს მას პარტიის
წევრებისგან
განსხვავებული შეხედულება
აღმოაჩნდა "ვარდების
რევოლუციასთან"
დაკავშირებით, რის გამოც
დატოვა პარტიის
თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008
წლებში იყო საქართველოს
მე-6 მოწვევის პარლამენტის
წევრი (თბილისის ვაკის
მაჟორიტარი), საარჩევნო
ბლოკი „ახალი
მემარჯვენეები“. 2008 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებზე
იყო გაერთიანებული
ოპოზიციის კანდიდატი
საქართველოს პრეზიდენტის
პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008
წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20
ივნისამდე პერიოდში იყო
საქართველოს მე-7 მოწვევის
პარლამენტის წევრი
პარტიული სიით, საარჩევნო
ბლოკი „გაერთიანებული
ოპოზიცია (ეროვნული საბჭო,
მემარჯვენეები)“.