
ჭიათურელი მაღაროელები, მათ შორის 3 მოშიმშილე, თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი მთავრობის კანცელარიასთან ღამის გათენებას აპირებენ.
პროტესტის მონაწილეები დაკავებულ მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძის და თენგო გველესიანის გათავისუფლებას და ირაკლი კობახიძის ან მისი წარმომადგენლის ჭიათურაში ჩასვლას და მაღაროელებთან შეხვედრას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ შიმშილობის მე-17 დღეს ჭიათურაში ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
[ფოტო: “მაუწყებელი”]
წყარო: mtavari.tv