მედია: შეკვეთილში ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება – ვინ დგას პროექტის უკან? (ვიდეო)

News.ge 3 საათი წინ 7
მედია: შეკვეთილში ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება – ვინ დგას პროექტის უკან? (ვიდეო)

შეკვეთილში, „პარაგრაფის“ მიმდებარედ, ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტს, არსებული ინფორმაციით, “ოცნების” მხარდამჭერი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ახორციელებს.

გეგმის მიხედვით, ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს აშენდება 36 და 12 სართულიანი სასტუმროს ტიპის შენობები. სახელმწიფო სააგენტომ უკვე დაამტკიცა განაშენიანების პროექტი.

კორუფციის მკვლევარები დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, აცხადებენ, რომ პროექტი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული. მათივე ვარაუდით, ოლიგარქი შესაძლოა თავადაც აშენებდეს კომპლექსს ნამორაძის სახელით, რათა სანქციების გამო ქონება გადამალოს.

სრულად წაიკითხეთ სტატია