
ქართველი მინერალური წყლის მწარმოებელი ბრენდი „წყალი მთის“ საფრანგეთის ტოპკლუბი Paris Saint-Germain-თან
საერთო ლოგოთი მომხმარებელს ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს.
მიმდინარე კვირიდან ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია სპეციალური ეტიკეტით გაფორმებული ბოთლები, რომლებზეც ორივე ბრენდის ლოგოა გამოსახული. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მიზნად ისახავს მომხმარებელთან ემოციური კავშირისა და სპორტული თანამონაწილეობის გაძლიერებას.
„ჩვენი იდეა თავიდანვე არ იყო მხოლოდ მორიგი პროდუქტის გამოშვება. მიზანი იყო გამორჩეული, მაღალი ხარისხის და ბრენდული გამოცდილების შექმნა, რომელიც ახალ სტანდარტს დააყენებს – როგორც საქართველოში, ისე რეგიონში,“ – აცხადებენ „წყალი მთის“ წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული სერია რაოდენობრივად შეზღუდულია, რაც პროდუქტის უნიკალურობას კიდევ უფრო აძლიერებს. კომპანიის თქმით, ახალი ეტიკეტი მომხმარებლისთვის პირველივე შეხედვით იდენტიფიცირებადია და ბრენდების ერთობლივ ხედვას საერთაშორისო ბაზრისკენ გამოკვეთილად უსვამს ხაზს.
„წყალი მთის“ ამ ინიციატივით მხარს უჭერს სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას და ქართული ბრენდების გლობალურ ინტეგრაციას. კომპანიის განცხადებით, ახალი სერია სამომხმარებლო ინტერესს, ბრენდის გრძელვადიან ხედვასთან ერთად, ინოვაციურ შეფუთვასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება.
„წყალი მთის“ და PSG-ს შორის პარტნიორობა 2024 წლის დასაწყისში გაფორმდა და ამ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო თანამშრომლობას წარმოადგენს ქართული FMCG სექტორისთვის.