„რძის პროდუქტები საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი სურსათია და აუცილებლად უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილებში, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი“

News.ge 3 საათი წინ 1
„რძის პროდუქტები საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი სურსათია და აუცილებლად უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილებში, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი“

„რძის პროდუქტები საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი სურსათია და აუცილებლად უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილებში, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სასურსათო უსაფრთხოების სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მაღალი ტემპერატურის პირობებში უმაცივროდ შენახულ რძის პროდუქტებში შესაძლოა, დაიწყოს ბაქტერიების გამრავლება, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. აქედან გამომდინარე, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ რძის პროდუქტების შეძენა უნდა განხორციელდეს ორგანიზებული სავაჭრო ობიექტებიდან, სადაც შენახვის პირობები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.
„რძის პროდუქტები საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი სურსათია და აუცილებლად უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილებში, სადაც ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი – ვგულისხმობ ისეთ ობიექტებს, რომლებიც არის რეგისტრირებული, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქტი არის მაცივარში განთავსებული და ა.შ. ამ ყოველივეს აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ზაფხულის პირობებში ტემპერატურა ისედაც მაღალია და ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როცა პროდუქტი, რომელიც უნდა იყოს მაცივარში, დევს მაცივრის გარეთ. მსგავსი შემთხვევები ყველაზე ხშირად გვხვდება გარე ვაჭრობის ადგილები. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ პროდუქცია იყოს მაცივარში.
რძის პროდუქტები აუცილებლად უნდა შევიძინოთ მაცივრიდან. მაცივრები ძირითადად არის რეგისტრირებულ და ორგანიზებული ვაჭრობისთვის განკუთვნილ ადგილებში. უნდა მოვერიდოთ გარე ვაჭრობის ადგილებიდან რძის პროდუქტების შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გამყიდველს ვენდობოდეთ – ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების დიდი რისკი არსებობს. გარე ვაჭრობის ადგილებში რძის პროდუქტებს შეძენა დიდი რისკის მატარებელია, რადგან სიცხის გამო შესაძლოა, დაწყებული იყოს ბაქტერიების გამრავლების პროცესი და არსებობდეს სხვა სასურსათო საფრთხეები“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ირაკლი არაბულმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია