ძლიერი და ერთიანი
საქართველო
წარმოუდგენელია ჩვენი
აფხაზი და ოსი დებისა და
ძმების გარეშე. ჩვენ
საბოლოოდ სწორედ მაშინ
გავიმარჯვებთ და
სისრულეში მოვიყვანთ
ერთიანი საქართველოს
იდეას, როდესაც შევძლებთ
ჩვენი მოქალაქეებისთვის
საერთო სიკეთეებით
სარგებლობა ისევე იყოს
შესაძლებელი სოხუმსა და
ცხინვალში, როგორც
თბილისსა და ბათუმში, გორსა
და ზუგდიდში და ჩვენი
ქვეყნის სხვა ქალაქებში, -
განაცხადა საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ
ყაველაშვილმა
დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაზე
სიტყვით
გამოსვლისას.მჯერა, რომ
საქართველო აუცილებლად
იქნება ერთიანი, ძლიერი და
აყვავებული. კიდევ ერთხელ
გილოცავთ საქართველოს
დამოუკიდებლობის დღეს!
გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და
აყვავებულ საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი
სამშობლოს მფარველი! დიდი
მადლობა!“ - განაცხადა
პრეზიდენტმა