"ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს როგორ იმუშავებს მედია" - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა

Primetime.ge 2 თვის წინ 25
"ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს როგორ იმუშავებს მედია" - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სემინარი "როგორ აშუქებს ახალი ამბების რედაქცია არჩევნებს" ჩატარდა. სემინარს "რუსთავი 2-ის" ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი და ტელეწამყვანი ნინო შუბლაძე უძღვებოდა.ადგილზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: არჩევნების გაშუქების სტრატეგია, მუშაობის პროცესი არჩევნებამდე და, არჩევნების შემდგომ, ინფორმაციის სიზუსტის დაცვა, ეთიკური სტანდარტები, რესპოდენტებთან მუშაობა და ფაქტების გადამოწმების საუკეთესო პრაქტიკა.შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ."ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს (რაც ნიშნავს მანამდეც, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში) როგორ იმუშავებს მედია. საკვანძო, ე.წ. "ქი" საკითხებია, რომელიც ჟურნალისტმა წესივით უნდა იცოდე - როგორ მოიქცე არჩევნების დროს, როგორ მისცე ამომრჩეველს საშუალება, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს," - აცხადებს "რუსთავი 2-ის" ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია