არ გააჩნიათ რაიმე
სახელმწიფოებრივი იდეა,
ისინი არიან დაქსაქსულები
და სძულთ ერთმანეთი, იმიტომ
რომ მათი მთავარი სურვილია
როგორღაც ძალაუფლება
ხელში ჩაიგდონ,
შესაბამისად მიიღებენ
მონაწილეობას ადგილობრივ
თვითმმართველობის
არჩევნებში თუ - არა, ჩვენი
საზოგადოებისათვის ამას
არ აქვს არანაირი არსებითი
მნიშვნელობა, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი
გიორგი სოსიაშვილმა
რადიკალურ ოპოზიციაზე
საუბრისას.დეპუტატის
თქმით, მმართველი გუნდი
დამაჯერებლად გაიმარჯვებს
64-ვე
მუნიციპალიტეტში.„ისინი
ელოდებიან თავიანთი
მფარველების, პატრონების
გადაწყვეტილებას; რასაც
უკარნახებენ და
უბრძანებენ, იმას
შეასრულებენ, ასე რომ მათ
ბრძანებაზე და მათ
დავალებაზე არიან
დამოკიდებულები და არა
თავიანთი პოლიტიკური
მიზნების, ან რაღაცა
იდეების განვითარებაზე.
შესაბამისად, მე ვფიქრობ,
რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში
ჩვენ მოვიპოვოთ
დამაჯერებელ გამარჯვებას,
ისეთ გამარჯვებას, როგორიც
ეკადრება ჩვენს
საზოგადოებას და რომელიც
სჭირდება ჩვენი ქვეყნის
განვითარებას“, - აღნიშნა
სოსიაშვილმა.