ძალიან ბევრი ხალხი მოდის
საარჩევნო უბნებზე, რაც
ნიშნავს, რომ ძალიან
მნიშვნელოვანია ხმის
მიცემა. ყველაფერი
მიმდინარეობს მშვიდად და
მარტივად, - განაცხადა
საერთაშორისო
დამკვირვებელმა,
ანალიტიკოსმა ფანი
ლაჩკომ.„ძალიან
პროფესიონალები არიან და
საზოგადოებას არ უჭირს
ხმის მიცემა, სამართლიანად
და დემოკრატიულად“, -
აღნიშნა
ლაჩკომ.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი.