ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, დილის 12 საათისთვის საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 776 726-ია, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 22.22%-ს შეადგენს.
ეს დაახლოებით 2.8 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა არჩევნებზე, თუმცა უფრო დაბალია, ვიდრე 2012 წლის არჩევნების 12:00 საათზე, რომელმაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19.41% შეადგინა, საბოლოო აქტივობამ კი 56.11%.